Header image  

 

პოეზია

 

სოფო

       გაზაფხული

ჩიტბატონამ მომიტანა ჭორი,
შემომცინა დარცხვენილმა იამ.
ფურუსულამ დამიფინა ნოხი,
ყოჩივარდამ ეჭვი გამიბნია.

ვარდმა ფრთხილად დამანახა კვირტი,
ნარგიზებმა დამიხარეს თავი.
ენძელებმა დამაბნიეს ფერით,
ხარისთვალამ ამიხილა თვალი.

ამოდენა სილამაზის მნახველს
ყველგან მრჩება და გამირბის თვალი.
დავდივარ და, ვერ შევდივარ სახლში
გაზაფხულის სურნელებით მთვრალი.

23.03.2006 ციურიხი