Header image  

 

პოეზია

 

სოფო

***************

იქნებ ბევრი რამ გულით ნანატრი,
ვერ შევისრულეთ, ვერ ავიხდინეთ.
იქნებ შენს ნოტებს ჩემი რითმები
ვერ შევუწყე და ვერ დავამთხვიე.

ალბათ, ბევრი რამ დანაპირები
ჩვენს უნებურად ქარს გავაყოლეთ.
მაგრამ ერთი კი… სულის შემძვრელი
დამიტოვე და დამამახსოვრე.

ჩამქრალ თვალებით, უხმო ჩურჩულით
დამადებინე უსიტყვო ფიცი.
და შეგისრულე, მიმოგაბნიე!
გხურავს საბანი ქართული მიწის.

11.12.07. ციურიხი.