Header image  

პოეზია

სოფო

მეც მათქმევინეთ

შემივსეთ ყანწი სულ ბოლომდე კახური ღვინით,
მეც მათქმევინეთ სადღეგრძელო ახალ წლის ღამეს.
დამალოცვინეთ თვითეულის ნათელი დილა,
დამალოცვინეთ საქართველოს ბრწყინვალე ღამე.

დამალოცვინეთ დაბადება ახალ სიცოცხლის
დამალოცვინეთ თანადგომა ნამდვილ მეგობრის

შემივსეთ ყანწი სულ ბოლომდე კახური ღვინით,
მეც მათქმევინეთ სადღეგრძელო ახალ წლის ღამეს.
დამალოცვინეთ სიყვარული დედა შვილობის,
დამალოცვინეთ მოთმინება სნეული კაცის.

შემივსეთ ყანწი სულ ბოლომდე კახური ღვინით,
მეც მათქმევინეთ სადღეგრძელო ახალ წლის ღამეს.
დამალოცვინეთ კოჟრიანი ხელები გლეხის
დამალოცვინეთ ყოველი დღე დამდეგი წელის

შემივსეთ ყანწი სულ ბოლომდე კახური ღვინით,
მეც მათქმევინეთ სადღეგრძელო ახალ წლის ღამეს.
დამალოცვინეთ ბარაქა და ხვავი ოჯახის,
დამალოცვინეთ წყალობა და მადლი ღმერთისა.

შემივსეთ ყანწი სულ ბოლომდე კახური ღვინით,
მეც მათქმევინეთ სადღეგრძელო ახალ წლის ღამეს.
დამალოცვინეთ თვითეულის ნათელი დილა,
დამალოცვინეთ საქართველოს ბრწყინვალე ღამე.

27.12.06 ციურიხი