Header image  

 

პოეზია

 

სოფო

მე, ილიკო და ილარიონი!

სამნი ვართ: მე და ორი რუსიკო.
ვერ დაგვაშორებს იორ–რიონი.
ერთი რუსიკო ილიკოა და
მეორე კიდევ ილარიონი.

ჩემს ნაცოდვილარ – ნაგიჟპოეტარს
მირჩევენ დილით, შუადღით, ღამით.
ზომავენ, ჭრიან, კერავენ, ოღონდ
შემომაშველონ კი ხელი, რამით.

მისმენენ ჩემი კრიტიკოსები
ტელეფონის თუ „სკაიფის“ ხაზზე.
ხან, თუ ილიკო მიწუნებს თემას,
ილარიონი მიწუნებს ხმაზე.

მაიმედებნ ხალასი გრძნობით,
წაქეზებული მეც, რაღას არა ვწერ.
მაგრამ სამივეს კი გვავიწყდება:
ჩიტი ხარისტოლს, ვერასდროს გავწევ.

ჰოდა... მიცურავს დროის ხომალდი,
ჰოდა... ტრიალებს სივრცის კომპასი.
ყველა სადგურზე იცვლება მგზავრი,
ზოგი მტერი და ზოგი მოყვასი.

და ჩვენ კი სამნი, არ ვიცვლით სვლა–გეზს:
მე, ილიკო და ილარიონი.
მიზნის ბოლომდე მივყვებით ხომალდს,
ვერ გაგვაჩერებს იორ–რიონი.