Header image  

 

პოეზია

 

სოფო

       ქართველს!

სადაც არ უნდა წახვიდე,
არ დაივიწყო შენიო.
კაცს გმირობა, ქალს ნამუსი,
ქართველი ერის მშვენიო.

ნურც დაივიწყებ წინაპარს,
მის ადათსა და რჯულსაო.
მოყვარეს მხარში დაუდექ,
მახვილით დახვდი მშურსაო.

სხვის სრა-სასახლეს გერჩივნოს
შენი ქოხი და ვენახი.
გული არ გიმშვიდდებოდეს
შენი დაძმების ვერ ნახვით.

სხვის ეკალს ნუ წარმოიდგენ
ია-ვარდად და თაფლადო.
სხვის ტყუილს ნუ დაიჯერებ
პატიოსნად და მართლადო.

არ გაახარო მტერ-კაცი
აუგის თქმით შენს ერზეო.
ჭკუით და კაი კაცობით
ჯობდე შეჯიბრის ველზეო.

სხვის ჯიში არ ამჯობინო
შენს მიწას, წყალს და გენსაო.
“შენი სოფელი თბილია”,
უბრძანებია ბრძენსაო.

31.08.2000, ციურიხი