Header image  

 

პოეზია

 

სოფო

უძილო ღამე.


წუხელაც, ვეღარ მოვხუჭე თვალი,
უძილომ თავი, ვერ დავიწყნარე.
რომელი იყო ნეტავ საბაბი,
მძიმე დღე, ფიქრი, თუ სავსე მთვარე.

ფიქრო ,  რას გერჩი ! შენ, ხომ გზას ეძებ,
გამოსავალი მიპოვო შვების.
მე , ხომ მამშვიდებს შენი ნუგეში,
შენი იმედი ხომ მართლა მშველის.

ან მთვარევ ! შენც ხომ ნაზი სხივები
მოსაფერებლად გადამაფარე.
მე კი…რამდენი უძილო ღამე
შენს გულსავსობას გადავაბრალე.

თუ ამაღამაც გათენდა გვიან,
თუ, ვერ განვდევნე შიში მღელვარე,
გთხოვთ ! ნუ დამტოვებთ ეჭვებთან მარტოდ.
თქვენ, ფიქრებო და შენ სავსე მთვარევ.

10.09.06. ციურიხი.